ჩვენ შესახებ

„მშვიდობის ფონდი უკეთესი მომავლისთვის“ (მშვიდობის ფონდი) არის 2019 წელს დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი.

სამშვიდობო ინიციატივის „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ პრინციპებზე დაყრდნობით, მშვიდობის ფონდის მიზანი არის გამყოფი ხაზის ორივე მხარეს მცხოვრები კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის გაძლიერება და მათი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება ეკონომიკური კავშირებისა და ბიზნეს პროექტების მხარდაჭერის გზით, რაც ხელს შეუწყობს საზოგადოებებს შორის დიალოგის, თანამშრომლობისა და ნდობის აღდგენის პროცესს, ასევე  კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისა და მშვიდობის მშენებლობის უპირატეს ინტერესს.  

დასახული მიზნის მისაღწევად, მშვიდობის ფონდი გამოავლენს და დააფინანსებს საუკეთესო ბიზნეს პროექტებსა და ინიციატივებს, რისთვისაც მოიზიდავს დაფინანსებას საერთაშორისო დონორებისგან, კერძო და საჯარო ორგანიზაციებიდან, ასევე შემოწირულობებს ნებისმიერი დაინტერესებული პირისგან.

საკუთარ საქმიანობაში მშვიდობის ფონდი ხელმძღვანელობს გამჭვირვალობის, კანონიერების, მიუკერძოებლობის, დისკრიმინაციის ნებისმიერი ფორმით აკრძალვის, გენდერული თანასწორობის დაცვის, გრანტების თანაბარი ხელმისაწვდომობის და კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის მიმართ სენსიტიურობის პრინციპებით.

მშვიდობის ფონდის დამფუძნებლები არიან შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი, სს საპარტნიორო ფონდი და საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა.